loader

შემოგიტიეს მიკრობებმა? - როგორ იპყრობს ვირუსი სხეულს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემოგიტიეს მიკრობებმა? - როგორ იპყრობს ვირუსი სხეულს

როდესაც გრიპით ავადდებით, შემომავალი მიკრობები თქვენს ორგანიზმში უჯრედებს ე.წ. ფაბრიკებად აქცევენ, რომლებიც დაავადების მიკრობების გავრცელებაში მონაწილეობენ. წარმოგიდგენთ ანიმაციას, სადაც აღწერილია, თუ როგორ ახერხებს გრიპის ვირუსი თითოეული უჯრედის "მოტყუებას" და მათი დახმარებით, ვირუსის გამავრცელებელი მილიონობით მიკრობის შექმნას ორგანიზმში.

ყველაფერი ძალიან მარტივად იწყება. შემომავალი მიკრობი თქვენს უჯრედს ეკრობა და აიძულებს მას უფრო მეტი მიკრობის წარმოქმნას ორგანიზმში. სამედიცინო ანიმატორმა დევიდ ბოლინკსიმ და მისმა გუნდმა შექმნეს ანიმაცია, რომელშიც ყველაფერი შენელებული კადრებითაა ნაჩვენები. სინამდვილეში ვირუსის გავრცელება ორგანიზმში ძალიან სწრაფად ხდება.

კითხვაზე, რატომ არ ვიღუპებით მაშინ, როცა გრიპის ვირუსს ორგანიზმში წამის მეასედში მილიონობით მიკრობის წარმოქმნა შეუძლია, პასუხი შემდეგია: უპირველეს ყოვლისა, როდესაც ახალი ვირუსები სხეულში აღწევს, მათი უმრავლესობა ლორწოში ან სხეულის სხვადასხვა სითხეში ხვდება და მაშინვე ნადგურდება, სხვა ვირუსები კი ხველებით და დაცემინებით გამოდის გარეთ. მეორეც, ზოგიერთ ვირუსს არ აქვს უნარი, "დაიპყროს" ჯანმრთელი უჯრედები და გაავრცელოს ინფექცია და მესამეც, ანიმაციაში კარგად ჩანს, რომ იმუნურ სისტემას შეუძლია "თავს დაესხას" და შთანთქოს შემოსული ვირუსები.