loader

ავსტრალიის მცხოვრებლები მზის რკალისებრი დაბნელების მოწმენი გახდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ავსტრალიის მცხოვრებლები მზის რკალისებრი დაბნელების მოწმენი გახდნენ

ავსტრალიის და ოკეანიის მცხოვრებლები იშვიათი სანახაობის - მზის რკალისებრი დაბნელების მოწმენი გახდნენ. ასეთი დაბნელება მაშინ ხდება, როცა მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ძალიან ახლოს გაივლის და ისე ფარავს მზეს, რომ მხოლოდ ცეცხლოვანი რკალი ჩანს. რკალი ყველაზე კარგად ავსტრალიის ჩრდილოეთ ნაწილიდან ჩანდა. დაბნელების სანახავად კვინსლენდის შტატში მთელი მსოფლიოდან საგანგებოდ ჩავიდა ათასობით ადამიანი. ნაწილობრივ დაბნელებას სიდნეის ობსერვატორიიდანაც ადევნებდნენ თვალს: მთვარემ მზის 39 პროცენტი დაფარა. მზის სრულ დაბნელებას სიდნეიში 2028 წლისთვის ელოდებიან.