loader

მილიარდერი ნაძლევის წაგების გამო "წვერებიან სტიუარდესად" იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მილიარდერი ნაძლევის წაგების გამო "წვერებიან სტიუარდესად" იქცა

ლამაზი ფეხები, მკვეთრი პომადა, მომდგარი კოსტიუმი და... დიდებული ქერა წვერი - ავიაკომპანია "ეარ აზიას" ახალი სტიუარდესა თავისი კოლეგებისგან მხოლოდ ბლანჟეთი განსხვავდება. ეს "ეარ აზიას" მეტოქის, ავიაკომპანია "ვირჯინ ატლანტიკის" დამაარსებელი ბრიტანელი მილიარდერი რიჩარდ ბრენსონია, რომელმაც თავის მეგობართან და კონკურენტთან - ტონი ფერნანდესთან ნაძლევი წააგო.

ფერნანდესმა და ბრენსონმა ორი წლის წინ დადეს ნაძლევი - რომელი მათგანის მრბოლელი ჯგუფი იქნებოდა საუკეთესო ფორმულა 1-ის სეზონის შედეგების მიხედვით. ფერნანდესის "ლოტუს რეისინგმა" ბრენსონის "ვირჯინ რეისინგს" გაასწრო და ბრიტანელს სტიუარდესას ფორმის ჩაცმა და კონკურენტის ავიაკომპანიის კლიენტების მომსახურება მოუწია. ბრენსონი არ დაიბნა და საქმე სათავისოდ შემოატრიალა - თავისი ექსტრავაგანტურობით მან საკუთარ ავიაკომპანიას რეკლამა გაუკეთა. ბრენსონს არც ფერნანდესისთვის დავიწყებია სამაგიეროს გადახდა და მომსახურებისას, ვითომ შემთხვევით, ტანსაცმელზე წვენი გადაასხა.

წვერიანი სტიუარდესას ავსტრალია-მალაიზიის რეისიდან შემოსული ფული - 200 ათასი დოლარი ავადმყოფი ბავშვების დასახმარებელ ფონდს ჩაერიცხა.