loader

ლესბოსური კოცნა და "უფასო ალკოჰოლი" - მომენტები "ევროვიზიის" ნახევარფინალიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლესბოსური კოცნა და "უფასო ალკოჰოლი" - მომენტები "ევროვიზიის" ნახევარფინალიდან

შვედეთში, მალმოს საკონცერტო დარბაზში, "ევროვიზია 2013"-ის მეორე ნახევარფინალური კონცერტი გაიმართა. შედეგების მიხედვით, ფინალში უნგრეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, რუმინეთი, ნორვეგია, ისლანდია, სომხეთი, ფინეთი, მალტა და საბერძნეთი გავიდნენ.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და ამასთან, პროვოკაციული ეპიზოდი გამოდგა ფინეთის წარმომადგენლის - კრისტე სიეფრიდსის გამოსვლა. საქორწინო კაბაში გამოწყობილმა კონკურსანტმა, რომელსაც მხარს რამდენიმე ხელისმომკიდე უმშვენებდა, სიმღერის, "იქორწინე ჩემზე" დასრულების შემდეგ მოცეკვავე გოგონას აკოცა, რითაც მთელი ევროპის თვალწინ მხარდაჭერა გამოხატა ერთსქესიანი ქორწინებისადმი.

ბერძნულმა კოლექტივმა უცნაური ფორმით გადაწყვიტა, მათ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისისთვის გაესვა ხაზი. სიმღერა "უფასო ალკოჰოლი" მომღერლებმა სწორედ კრიზისს მიუძღვნეს.

ასევე იხილეთ: სოფის და ნოდის შთამბეჭდავი გამოსვლა "ევროვიზიის" ნახევარფინალში