loader

კონკურსანტმა, რომელმაც ლაპარაკის უნარი წლების წინ დაკარგა, ჟიური სიმღერით ააცრემლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონკურსანტმა, რომელმაც ლაპარაკის უნარი წლების წინ დაკარგა, ჟიური სიმღერით ააცრემლა

ბრიტანეთში "ნიჭიერის" შესარჩევ ტურებზე ჟიურის წინაშე 29 წლის მომღერალი ალიკი წარსდგა, რომელმაც Evanescence-ის ჰიტი Wake Me Up შეასრულა. ალიკი წლების წინ ენცეფალიტით (თავის ტვინის ანთება) დაავადდა და მეტყველების, კითხვის, წერის და სიარულის უნარი დაკარგა. მას დედა აჭმევდა, აბანავებდა. ერთხელაც, როდესაც ალიკი საავადმყოფოში იწვა, დედამ მას წაუმღერა და გოგონა პირველად დიდი ხნის შემდეგ, ღიღინით აყვა. სიმღრის დახმარებით მან შეუძლებელი შეძლო და ალიკიმ ეს გამოსვლა დედას მიუძღვნა. ჟიური მომღერლის გამოსვლით აღფრთოვანებული დარჩა და იგი მორიგ ტურში გადაუშვეს.