loader

ფუტკრებს ნაღმების აღმოჩენა ასწავლეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფუტკრებს ნაღმების აღმოჩენა ასწავლეს

ხორვატმა მეცნიერებმა ფუტკრებს ნაღმების აღმოჩენა ასწავლეს. ისინი მწერებს წლების მანძილზე ასაფეთქებლის სუნიან შაქარწყალს აჭმევდნენ და ამიტომ ამიერიდან მათთვის ეს სუნი საკვებთანაა ასოცირებული. იგრძნობენ რა სუნს, ფუტკრები მისი მიმართულებით მიფრინავენ და ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოცნობა 5 კმ. -ის მანძილზეც კი შეუძლიათ.

ბალკანეთის ომის შემდეგ ხორვატიაში დაახლოებით 100 ათასი ნაღმი და ასაფეთქებელი მოწყობილობა დარჩა. პირველი საცდელი გამნაღმვითი ოპერაცია "ფრთიანი გამნაღმველების" მონაწილეობით ქალაქ ბენკოვაცში ჩატარდება.

მომზადებულია euronews.net-ის მიხედვით

იხილეთ: კუს საჯაშუშო საქმიანობისთვის ამზადებენ