loader

ემოციური ცეკვა, რომელმაც დარბაზი აატირა, წყვილს კი გამარჯვება მოუტანა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ემოციური ცეკვა, რომელმაც დარბაზი აატირა, წყვილს კი გამარჯვება მოუტანა

ამერიკაში Dancing With The Stars-ის მე-16 სეზონის ფინალი გაიმართა, სადაც ოთხმა ფინალისტმა ორ-ორი ცეკვა შეასრულა. ყველაზე ემოციური გამოსვლა მომღერალ კელი პიკლერს და პროფესიონალ მოცეკვავე დერეკ ჰაფს ჰქონდათ, რომლებმაც კონტემპი (თავისუფალი ცეკვა) იცეკვეს. ჟიური მათი გამოსვლით იმდენად აღფრთოვანდა, რომ უმაღლესი 30 ქულით დააჯილდოვა წყვილი, რაც "ვარსკვლავების ცეკვაში" საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა. ცეკვამ დარბაზი და ჟიურის წევრები აატირა: "კელი, ამ ცეკვაში მთელი სული ჩადე. ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რამ იყო, რაც ოდესმე მინახავს. ეს არის ცეკვა, რომელიც ლაპარაკობს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ყველამ გაიგო, რისი თქმა გსურდა შენ ამით" - ასე შეაქეს აღტაცებულმა ჟიურის წევრებმა მომღერალ კელი პიკლერის საფინალო ცეკვა.

საბოლოოდ, Dancing With The Stars-ის გამარჯვებულად სწორედ კელის და დერეკის წყვილი დასახელდა. დერეკ ჰაფი უკვე მეოთხედ გახდა "ვარსკვლავების ცეკვის" ტრიუმფატორი. მის პოპულარულ მეწყვილეებს შორის იყო Pussycat Dolls-ის სექსუალური სოლისტი ნიკოლ შერზინგერი, რომელთან ერთადაც დერეკ ჰაფი "ვარსკვლავური ცეკვების" მე-10 სეზონის გამარჯვებული გახდა.


ასევე იხილეთ:

წლის საუკეთესო ცეკვა - ენერგიული და საოცრად სინქრონული "ქვიქსტეპი"

ერთ სხეულად ქცეული წყვილი - საუკეთესო ტანგო Dancing With The Stars-ში