loader

ტელეწამყვან მამაკაცს ქალმა პირდაპირ ეთერში ძუძუ აწოვა (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტელეწამყვან მამაკაცს ქალმა პირდაპირ ეთერში ძუძუ აწოვა (+18)

ჰოლანდიელმა ტელეწამყვანმა პოლ დე ლიუმ მაყურებლები შოკში ჩააგდო, როდესაც სტუმრად მიწვეულ მეძუძურ დედას სთხოვა, მისთვის რძე "გაესინჯებინა". ინტერვიუს დროს პოლი დაინტერესდა, რა გემო აქვს რძეს, რომელსაც ჩვილები ჭამენ. ერთ-ერთმა სტუმარმა წამყვანს რძიანი ბოთლი გაუწოდა, მაგრამ პოლმა გასინჯვა "პირველწყაროდან" მოისურვა. "თუ არ მიკბენ, გასინჯე", - შესთავაზა მოხალისემ წამყვანს, რის შემდეგაც დე ლიუ ქალბატონის ჯერ ერთ მკერდს დაეწაფა, ხოლო მერე მეორეს. "მეორეს გემო უფრო მომეწონა" - განაცხადა პოლ დე ლიუმ რძის დაგემოვნების შემდეგ.

წამყვანის ასეთმა ქმედებამ დიდი კრიტიკა გამოიწვია არამარტო კოლეგებსა და ტელეარხის ადმინისტრაციაში, არამედ გასართობი შოუს მაყურებლებშიც. ეს უკანასკნელნი წამყვანის გათავისუფლებას მოითხოვენ.

ასევე იხილეთ: უჩვეულო პერფორმანსი - დედის რძე გუდიაშვილის ბაღის გადასარჩენად