loader

ყველაზე ხანგრძლივმა ინტერვიუმ 30 საათს გადააჭარბა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე ხანგრძლივმა ინტერვიუმ 30 საათს გადააჭარბა

ნორვეგიელმა მწერალმა ჰანს ოლავ ლაჰლუმმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან ტელევიზიას ყველაზე ხანგრძლივი ინტერვიუ მისცა, რომელმაც 30 საათს გადააჭარბა. ლაჰლუმი ინტერვიუს დროს მხოლოდ რამდენიმეწამიან პაუზას იღებდა შესასვენებლად. დიალოგის დროს მწერალი ყველა თემას შეეხო, დაწყებული აშშ-ის პრეზიდენტიდან, დასრულებული საკუთარი გამოგონილი პერსონაჟებით.

"ის მექანიზმია. აღფრთოვანებული ვარ მისით და მთლიანად არც კი მჯერა, რომ ის ადამიანია" - აღნიშნა ჟურნალისტმა ინტერვიუს დასრულების შემდეგ. რაც შეეხება რეკორდსმენ მწერალს, რეკორდის დამყარების შემდეგ მან განაცხადა, რომ კმაყოფილია და "ცოტათი დაიღალა".