loader

მოცეკვავე "ლამპა" - კონკურსანტი ჟიურის წინაშე ორიგინალური ცეკვით წარსდგა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მოცეკვავე "ლამპა" - კონკურსანტი ჟიურის წინაშე ორიგინალური ცეკვით წარსდგა

ამერიკაში პოპულარული საცეკვაო შოუ So You Think You Can Dance-ის მეათე სეზონის შესარჩევი ტურები მიმდინარეობს. ჟიურის წინაშე ამჯერად 29 წლის ნატალი ვილოსი წარსდგა, რომელიც უჩვეულო ატრიბუტით გამოვიდა სცენაზე. "ეს რა არის?" - ჰკითხა გოგონას ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა. "ეს ლამპაა და მე ამით უნდა ვიცეკვო", - უპასუხა ნატალიმ და სოლო-ნომრის შესრულებას შეუდგა. მიუხედავად ორიგინალური გამოსვლისა, ნატალი მომდევნო ტურში არ გადაიყვანეს, თუმცა ჟიურის ერთ-ერთი წევრი ადამ შენკმანი იმდენად მოიხიბლა ცეკვის უჩვეულო ფორმით, რომ თავადაც გადაწყვიტა, მიებაძა ნატალისთვის.