loader

გველების მომთვინიერებლის სახიფათო ნომერი ძალიან შეგაშინებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გველების მომთვინიერებლის სახიფათო ნომერი ძალიან შეგაშინებთ

ამერიკაში "ნიჭიერის" მერვე სეზონის პრემიერა შედგა. წელს ჟიურიში ცვლილებაა. შოუში ოზი ოსბორნის მეუღლე შერონ ოსბორნი Spice Girls-ის წევრმა მელ ბიმ და გერმანელმა სუპერმოდელმა ჰაიდი კლუმმა ჩაანაცვლეს.

ახალი სეზონის პირველი ეპიზოდი შთამბეჭდავი ნომრით გაიხსნა. ჟიურის წინაშე, გველების მომთვინიერებელი, 35 წლის დევიდ ვეზერსი სახიფათო ნომრით წარსდგა. ამერიკაში მობინადრე ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი მან სცენაზე ყუთით გაიყვანა, ბუშტი გაბერა და გველის წინ დადგა... როგორ დამთავრდა ნომერი, რომელმაც ჟიურიც და მაყურებელიც ძალიან შეაშინა, ვიდეოდან შეიტყობთ.