loader

თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოში ტელეკომპანია ПИК-ის კადრები ამოიცნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოში ტელეკომპანია ПИК-ის კადრები ამოიცნეს

ქართველმა ჟურნალისტმა თალიბების სახელით გავრცელებულ ვიდეოში, "ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ", მის მიერ 2010 წელს ავღანეთში გადაღებული კადრები ამოიცნო. თემურ კიღურაძე, რომელმაც 2010 წელს რეპორტაჟი ავღანეთში მდებარე ქართული ბაზიდან ტელეკომპანია ПИК-ისთვის ("პირველი კავკასიური") მოამზადა, საკუთარ ბლოგზე წერს, რომ კადრები, რომელიც მან და მისმა ოპერატორმა გადაიღეს, ვიდეოში 1:30-ე წამიდან ჩნდება. მისივე თქმით, ამაში გასაკვირი არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი - კადრებს არ ადევს ტელეკომპანიის ლოგო, რაც ჟურნალისტს კითხვებს უჩენს: "ვინ მისცა წვდომა შავ მასალაზე ვიდეორგოლის ავტორებს? და კიდევ ერთი შეკითხვა - რატომ?" მისივე მტკიცებით, ტელეკომპანია "პიკის" მთელი არქივი "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ინახება.

ამასთან, ვრცელდება "საზოგადოებრივი მაუწყებლის" განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ არქივში ინახება მხოლოდ ტელეკომპანია "პირველი კავკასიურის" (პიკ-ის) საეთერო შეფუთვით გასული მასალა, ხოლო ყველა მასალის ორიგინალი კვლავ ინახება ტელეკომპანია "პიკ"-ში.

იხილეთ სრულად ბლოგი: springator.livejournal.com

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე