loader

აიოვას სილამაზის კონკურსი უხელო გოგონამ მოიგო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აიოვას სილამაზის კონკურსი უხელო გოგონამ მოიგო

აშშ-ში, აიოვას შტატის ყველაზე ლამაზ გოგონად 23 წლის ნიკოლ კელი აღიარეს, რომელიც უმკლავოდ დაიბადა.

შარშან, პირველად ისტორიაში, "მის ამერიკის" ტიტულისთვის აუტისტი გოგონა იბრძოდა. 18 წლის ალექსის ვაინმანი მონტანადან იყო. 1994 წელს კონკურსის გამარჯვებული სმენადაქვეითებული ჰიზერ უაიტსტოუნი გახდა, რომელიც ალაბამას შტატს
წარმოადგენდა.

ნიკოლის თქმით, იგი საკუთარი თავის ყველა სფეროში მოსინჯვას ცდილობს - ბეისბოლს თამაშობს, ცეკვავს და დაივინგითაა დაკავებული. "ერთი წლის წინ რომ ეთქვათ, "სილამაზის დედოფალი" გახდებიო, არ დავიჯერებდი", - ყვება გოგონა.

ნიკოლმა ნებრასკას შტატის უნივერსიტეტში თეატრალური ხელოვნება შეისწავლა და იმედი აქვს, რომ ბროდვეიზე იმუშავებს.

საკუთარი ახლანდელი ტიტულის გამოყენებას შეზღუდული შესაძლებლობის პირებისკენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობისთვის აპირებს.

ახლა ნიკოლ კელი საკუთარ შტატს სილამაზის კონკურს "მის ამერიკა 2014"-ზე წარადგენს, რომელიც წელს ნიუ-ჯერსის შტატში, ატლანტიკ-სიტიში გაიმართება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე