loader

"ხიხია" კითხვები კახა ბენდუქიძეს და სამბა რუსკა მაყაშვილთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხიხია" კითხვები კახა ბენდუქიძეს და სამბა რუსკა მაყაშვილთან

ოთარ ტატიშვილის "ღამის შოუს" "თავისუფალი უნივერსიტეტის" დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე სტუმრობდა. შოუს წამყვანმა კითხვების დასმა ერთი პირობით დაიწყო: იმ შემთხვევაში, თუ სტუმარს კითხვა არ მოეწონებოდა, უცენზურო სიტყვის ნაცვლად, სიტყვა "ხიხია" გამოეყენებინა. აქ ტატიშვილმა "ემას შოუს" ეთერი გაიხსენა, სადაც ბენდუქიძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვა უცენზუროდ დაიწუნა და გადაცემაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ამასთან, "ღამის შოუს" წამყვანმა კახა ბენდუქიძეს "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულთან, რუსკა მაყაშვილთან ცეკვა შესთავაზა. ყოფილი მინისტრი შემოთავაზებას დათანხმდა და მსახიობთან ერთად სამბა შეასრულა.


ასევე იხილეთ:

"ყ...ობას რატომ მეკითხებით?" - ბენდუქიძის სკანდალური ეთერი "ემას შოუში"

თეა, რა ყ...ობას მეკითხები?! - ოთარ ტატიშვილმა ბენდუქიძის ფრაზა აიტაცა

"ვის რამდენი ფული აქვს, ყ..ზე არ ჰკიდია ბატონ კახას?!" - ოდიშვილის გამოხმაურება "ემას შოუზე"