loader

"ყველაზე მახინჯი ძაღლი მსოფლიოში" საკმაოდ სიმპატიურია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაზე მახინჯი ძაღლი მსოფლიოში" საკმაოდ სიმპატიურია

კალიფორნიაში ყოველწლიური კონკურსის "ყველაზე მახინჯი ძაღლი მსოფლიოში" გამარჯვებულად ბიგლის, ბოქსიორის და ბასეტის ნაჯვარი სახელად Walle (უოლი) დასახელდა. გამარჯვებულს პრიზად 1500 დოლარი ერგო და ჯიმი ქიმელის შოუში მიიღებს მონაწილეობას.

თითქმის ყოველთვის ყველაზე მახინჯ ძაღლად მელოტ ჩიხუახუებს ან ჩინურ უბეწვო ძაღლებს ასახელებდნენ. თუმცა, წელს ეს ტრადიცია დაირღვა და გამარჯვებული მისი უნიკალურობის გამო 4 წლის - ბოქსიორის, ბასეტის და ბიგლის ნაჯვარი - უოლი გახდა. აღსანიშნავია, რომ შარშანდელ გამარჯვებულებთან შედარებით უოლი საკმაოდ სიმპატიური ძაღლია.