loader

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე პოდიუმზე შიშველმა მამაკაცმა გაირბინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე პოდიუმზე შიშველმა მამაკაცმა გაირბინა

მილანის მოდის კვირეული სკანდალით დაიწყო. Dolce & Gabbana-ს ჩვენების დაწყებამდე, მას შემდეგ, რაც დარბაზში შუქი ჩაქრა, მამაკაცმა მთლიანად გაიხადა და პოდიუმზე ავარდა. შიშველი მამაკაცი დაცვამ სასწრაფოდ გაიყვანა დარბაზიდან და ჩვენება ჩვეულებრივ  გაგრძელდა.

დომენიკო დოლჩემ და სტეფანო გაბანამ, რომლებსაც გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით მილანის სასამართლომ წინა კვირაში 20-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, მოდის კვირეულზე მამაკაცის სამოსის 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენებას ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი ესწრებოდა, რომელიც ღიმილით ადევნებდა თვალს პოდიუმზე მომხდარ ინციდენტს.