loader

youtube ერთსქესიანი წყვილების მხარდასაჭერად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

youtube ერთსქესიანი წყვილების მხარდასაჭერად

აშშ-ს უმაღლესმა სასამართლომ ჰეტერო და ჰომოსექსუალური ქორწინებები გაათანაბრა. ინსტანციამ დაამტკიცა, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს ისეთივე უფლებები აქვთ, როგორც ჰეტეროსექსუალ მეუღლეებს. ამასთან დაკავშირებით, მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურმა ვიდეოპორტალმა youtube-მა საიტი ლგბტ დროშის ფერებში გადაწყვიტა და ერთსქესიანი წყვილების მხარდამჭერი ვიდეო გაავრცელა.

ასევე მოიქცა Google-იც. თუ "გუგლის" საძიებო სისტემაში ინგლისურად ჩაწერთ "გეის" (gay) "ერთსქესიანთა ქორწილს" (gay marriage) ან "ლგბტ"-ს (LGBT), Google-ის საძიებო სისტემა ცისარტყელას ფერებში შეიღებება. ამით კორპორაცია მხარს უჭერს ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველებს და ტრადიციულ Gay Pride-ს, რომელიც ყოველი წლის ზაფხულში აღინიშნება.