loader

BBC-ის რეპორტაჟი ქართველ რეპერებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC-ის რეპორტაჟი ქართველ რეპერებზე

BBC-ის კორესპონდენტი რაჯან დატარი ქართული პოლიფონიის შემდეგ, ქართული რეპით დაინტერესდა. ჟურნალისტი რეპერების ჯგუფს შეხვდა, რომლებიც შთაგონებას ამერიკული ცხოვრების სტილიდან იღებენ. განსხვავებით მშობლების თაობისგან, რომლებისთვისაც რუსული მშობლიურის შემდეგ მეორე ენა იყო.

"მე ვრეპავ ყველაფერზე. ვრეპავ იმაზე რომ დავაფიქრო ხალხი, ფართოდ გაახილონ თვალები" - ამბობს ლევანი, რეპერი სახელად Serious, რომელმაც ბავშვობაში გარკვეული დროით აშშ-ში იცხოვრა და ახლა სჯერა, რომ მისი მშობლიური ქალაქი წარსულის ბნელი გვირაბიდან გამოდის. "ახლა მეტად თავისუფალი და კომფორტულია ჩვენი ცხოვრება. ადრე კი ვირთხებივით ვცხოვრობდით. დიახ, ვირთხებივით, არ გვქონდა წყალი, შუქი. 90-იან წლებში იარაღის მუქარით პირდაპირ ქუჩებში აყაჩაღებდნენ ხალხს" - დასძენს რეპერი.

"ეს ქალაქი საქართველოს ძალიან ევროპული სახეა და აქ ხალხს ნამდვილად ძალიან უყვარს გართობა" - ასე ასრულებს რაჯან დატარი რეპორტაჟს თბილისიდან.

ასევე იხილეთ: სვანებმა BBC-ის კორესპონდენტი აამღერეს - რეპორტაჟი უშგულიდან