loader

სამბას გაკვეთილი ამერიკულ "ნიჭიერში" - მოცეკვავემ მთელი დარბაზი აიყოლია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სამბას გაკვეთილი ამერიკულ "ნიჭიერში" - მოცეკვავემ მთელი დარბაზი აიყოლია

2 ივლისს, ამერიკული "ნიჭიერის" მორიგ ეპიზოდში, 24 წლის მექსიკელმა მოცეკვავემ ენრიკე რეიესმა ცეკვაში მთელი დარბაზი აიყოლია. სცენაზე გამოსულმა კონკურსანტმა დარბაზს თავი წარუდგინა და განაცხადა, რომ ჩიკაგოში იმისთვის ჩამოვიდა, ამერიკული "ნიჭიერის" ჟიურის წევრებსა და მაყურებლებს სამბა ასწავლოს. მან დარბაზს სთხოვა, ფეხზე წამომდგარიყო. ენერგიული კონკურსანტის მოწოდებას ყველა აჰყვა და სანახაობა  ძალიან მხიარული და სახალისო გამოვიდა.