loader

ამერიკის პატარა ქალაქს 4 წლის მერი ჰყავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკის პატარა ქალაქს 4 წლის მერი ჰყავს

ამერიკაში, მინესოტას შტატის პატარა ქალაქ დორსეტს ასევე პატარა მერი ჰყავს. რობერტ "ბობი" ტაფტსი ჯერ სკოლაშიც კი არ დადის. მისი საყვარელი საქმიანობა თევზაობა და ცეკვაა, თუმცა ქალაქის 4 წლის ხელმძღვანელს გემრიელი ნაყინი ყველაფერს ურჩევნია.

პატარა ქალაქი საპატიო მერს ყოველწლიურად ირჩევს ფესტივალ "დორსეტის გემოს" ფარგლებში. შარშან "არჩევნებში" სწორედ ბობმა გაიმარჯვა, წელს კი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურადაა ჩართული და თუ ქალაქის მოსახლეობის კეთილგანწყობას გავითვალისწინებთ, ხელმეორედ გამარჯვების დიდი შანსიც აქვს.