loader

ქართულ ცეკვაზე გადაღებული ჰოლივუდური კლიპი ჰიტად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართულ ცეკვაზე გადაღებული ჰოლივუდური კლიპი ჰიტად იქცა

"ქართულ ცეკვაზე ყველა გიჟდება!" - 3-წუთიანი ვიდეოკლიპი, რომელიც 2012 წელსაა გადაღებული, თითქმის მთლიანად ქართული ცეკვის მოტივებზეა აგებული. Mol&Ben vs Joe Rivetto ევროპაში ცნობილი იტალიელი დიჯეის, Molella-ს პროექტია. მათი ერთობლივი სიმღერა Bonito, 2012 წლის ზაფხულის ჰიტად იქცა. კლიპი რამდენიმე ადგილასაა გადაღებული, მათ შორის, ნიუ იორკსა და მილანში. ვიდეორგოლში ყველგან და ყველა ქართული ცეკვის ილეთებს იმეორებს. კლიპში ათამდე ქართველი მოცეკვავე მონაწილეობს, კადრში ჩნდებიან სუხიშვილების მაისურებიანი მოცეკვავეებიც.

რამდენად მოერგო კლუბურ მუსიკას ქართული ცეკვის ელემენტები, სადავო საკითხია, თუმცა უდავოდ კარგია ის, რომ "ქართულ ცეკვაზე ყველა გიჟდება". თანაც ეს ვიდეო youtube-ზე უკვე 200 ათასამდე მომხმარებელმა ნახა.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე