loader

ბრიტნი სპირსმა ახალ კლიპში შვილები გამოაჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტნი სპირსმა ახალ კლიპში შვილები გამოაჩინა

31 წლის ამერიკელმა პოპ-დივამ ბრიტნი სპირსმა სიმღერა Ooh la la-ზე მხიარული კლიპი გადაიღო. სიმღერა ფილმ The Smurfs 2-ის საუნდტრეკია. შესაბამისად, მუსიკაც და ვიდეორგოლიც უფრო მეტად პატარა მელომანებზეა გათვლილი.

კლიპში მონაწილეობენ მომღერლის ვაჟებიც: 7 წლის შონ პრესტონი და 6 წლის ჯეიდენ ჯეიმსი დედიკოს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. როგორც მომღერალმა განაცხადა, ბედნიერია, რომ შვილებთან ერთად მუშაობის საშუალება მიეცა და აღნიშნა, რომ გადაღებების დროს მისი ბიჭები პროფესიონალი მსახიობებივით იქცეოდნენ.

ამჟამად ბრიტნი სპირსი მე-8 სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომელიც 2013 წლის ბოლოს გამოვა.