loader

ბეტმენი, ჰალკი და... ჰიტლერი - დიქტატორი სუპერგმირად შერაცხეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბეტმენი, ჰალკი და... ჰიტლერი - დიქტატორი სუპერგმირად შერაცხეს

ტაილანდში ჰიტლერი სუპერგმირად შერაცხეს. ბანგკოკის უნივერსიტეტის სტუდენტებმა გამოსაშვები საღამოსთვის პლაკატი დახატეს, რომელზეც სუპერგმირები იყვნენ გამოსახულნი. სუპერმენის, ბეტმენისა და ჰალკის გვერდით ადოლფ ჰიტლერიც აღმოჩნდა. პლაკატი უმაღლესი სასწავლებლის შენობაზე გამოფინეს. ფაქტს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ბოდიშიც მოიხადა და განაცხადა, რომ სტუდენტებმა, რომლებმაც პლაკატი გააფორმეს, ვერ გაიაზრეს საკუთარი საქციელის მნიშვნელობა.

ფოტოზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული გოგონა ნაცისტური მისალმების ჟესტით ჰიტლერის გამოსახულების წინ პოზირებს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე