loader

"კომპანიის სახე" პოდიუმზე - "პალიტრა მედია" ლიკა ყაზბეგის ჩვენებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კომპანიის სახე" პოდიუმზე - "პალიტრა მედია" ლიკა ყაზბეგის ჩვენებაზე

"კომპანიის სახე" - დიზაინერ ლიკა ყაზბეგის ორგანიზებულ ჩვენებაზე არა პროფესიონალი მოდელები, არამედ სხვადასხვა კომპანიის 50-მდე წარმომადგენელი გამოვიდა. პოდიუმი იმ ადამიანებს დაეთმოთ, რომლებიც მუდმივად კადრს მიღმა არიან, თუმცა კომპანიის იმიჯის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ჩვენების მონაწილეებს თავადვე შეეძლოთ შეერჩიათ, რა ფორმით წარადგენდნენ საკუთარ კომპანიას პოდიუმზე. გარდა საქმიანი ადამიანებისა, ჩვენებაზე ლიკა ყაზბეგის პატარა მოდელებიც გამოვიდნენ.

ჩვენებას ყოველწლიური სახე ექნება და შემდეგში უფრო მეტ კომპანიას ექნება ღონისძიებაში ჩართვის საშუალება.

იხილეთ ვიდეო ინგლისურად