loader

ცეცხლმოკიდებული საქორწინო კაბა - პატარძლები ახალ მოდას ამკვიდრებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცეცხლმოკიდებული საქორწინო კაბა - პატარძლები ახალ მოდას ამკვიდრებენ

დრო, როდესაც წყვილები ეკლესიაში მოძღვრის წინ მოკრძალებით თავდახრილები იდგნენ და ყოველგვარი ოინის გარეშე იწერდნენ ჯვარს, წარსულს ჩაბარდა. ახლა ცოლქმრული ცხოვრების დასაწყისი რაც უფრო ორიგინალურია, მით უკეთესი.

ამ ებრაელმა გოგონამ კი ყველა პატარძალს აჯობა ორიგინალურობაში: სანაპიროზე ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ ნატაშა იაკცობს მეგობარმა კაბაზე აალებადი სითხე დაასხა და ცეცხლი წაუკიდა... არ შეშინდეთ, მას თვითმკვლელობა არ განუზრახავს - უბრალოდ, სურდა, ქორწინების დღე დაუვიწყარი გაეხადა, რაც ნამდვილად მოახერხა...

ფოტოგრაფი, რომელმაც ეს უჩვეულო მომენტი ფირზე აღბეჭდა, ამბობს, რომ წყვილები ურთიერთობის დაწყებას მძაფრი ემოციებით ცდილობენ. "მიტოვებულ პარკებში სეირნობა, ხეივანში ხელჩაკიდებული წყვილები და წვიმაში მოხეტიალე ნეფე-პატარძლები წარსულს ჩაბარდა. ახლად დაქორწინებულები სულ უფრო ხშირად მოგვმართავენ, რომ მათი თანაცხოვრების პირველივე წამები შთამბეჭდავი მოგონებებით დაიწყოს" - ამბობს ფოტოგრაფი.