loader

მასობრივი წუწაობა შანხაიში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მასობრივი წუწაობა შანხაიში

შანხაიში "წყლის მეორე ომში" 100-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვა "ომი" სასტიკად ჟღერს, ეს ღონისძიება ძალიან მხიარულია და სიცხეში სწორედაც რომ მისწრებაა. მოედანზე შეკრებილი, რამდენიმე ჯგუფად დაყოფილი "ომის" მონაწილეები წყლის თოფებით და პისტოლეტებით იყვნენ აღჭურვილი. "იბრძოდნენ" როგორც ადგილობრივები, ისე ტურისტები.

"საწუწაოდ მართლაც ძალიან კარგი ამინდია - ძალიან ცხელა. აქ მეგობრებთან ერთად მოვედი და დიდი მხიარულება დამხვდა. მაგარია," - ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.

ჩვეულებრივი ომისგან განსხვავებით, აქ არავინ დამარცხებულა - ცივი წყლით გაგრილება ხომ ყველათვის სიამოვნებაა. უკმაყოფილო მხოლოდ ის ხალხი შეიძლება დარჩენილიყო, ვინც კარგად ვერ გაიწუწა.