loader

"ახალი ტალღა 2013"-ის გამარჯვებული კუბელი რობერტო კელ ტორესი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახალი ტალღა 2013"-ის გამარჯვებული კუბელი რობერტო კელ ტორესი გახდა

27 ივლისს იურმალაში "ახალი ტალღა 2013"-ის ბოლო საკონკურსო დღე გაიმართა, სადაც მონაწილეებმა საგანგებოდ "ახალი ტალღისთვის" დაწერილი სიმღერები შეასრულეს. კუბელმა მონაწილემ რობერტო კელ ტორესმა, რომელიც კონკურსის დაწყებიდანვე ჟიურის და მაყურებლის ფავორიტად ითვლებოდა, რუსული სიმღერა "Моя любимая" შეასრულა და ჟიურისგან წინა დღეებთან შედარებით დაბალი შეფასება - 116 ქულა მიიღო.

თუმცა, საერთო ჯამში, სამი საკონკურსო დღის მიხედვით, პირველი ადგილი 257 ქულით მაინც კუბელ კონკურსანტს ერგო, ქართველი მონაწილე სალომე ქათამაძე მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა და 256 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ვიეტნამელ ვინ ჰუატის ერგო 254 ქულით.

დღეს, 28 ივლისს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.


ასევე იხილეთ: 

სალომე ქათამაძეს გამარჯვებამდე ერთი ქულა დააკლდა

სალომე ქათამაძის მთავარი კონკურენტი - კუბელი კონკურსანტი რობერტო კელ ტორესი


იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე