loader

მერობის კანდიდატი რუს ქალებს "კრიტიკულ დღეებში" დასვენებას ჰპირდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მერობის კანდიდატი რუს ქალებს "კრიტიკულ დღეებში" დასვენებას ჰპირდება

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრი მიხაილ დეგტიარევი საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივით გამოდის, რომ ქალებს "კრიტიკულ დღეებში" დამატებით 2 დასვენების დღე ჰქონდეთ.

"სუსტი სქესის წარმომადგენლებს ამ დროს ტკივილის იმდენად ინტენსიური შეგრძნება აქვთ, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ხდება საჭირო. უამრავი ქალი აცხადებს, რომ ყოველთვიური ტკივილი რამდენიმე დღით კალაპოტიდან აგდებს. ამიტომ მეცნიერ-გინეკოლოგები მენსტრუაციას განიხილავენ არა მხოლოდ როგორც სამედიცინო, არამედ როგორც სოციალურ პრობლემას", - ასე ხსნის საკუთარი ინიციატივის მოტივებს დეპუტატი დეგტიარევი.

რუსეთის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" წევრი დეგტიარევი მოსკოვის მერობაზე იყრის კენჭს. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კანდიდატი ქალებს "კრიტიკულ დღეებში" დამატებით დასვენების დღეებს ჰპირდება.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე