loader

როგორ "აბამდა" მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ "აბამდა" მონიკა ლევინსკი ბილ კლინტონს

ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის გახმაურებული რომანის თემა კვლავ აქტუალურია. გამოცემა National Enquirer-ს ხელში ჩაუვარდა მონიკა ლევინსკისა და ბილ კლინტონის 4-წუთიანი აუდიო ჩანაწერი, რომელიც 1997 წლის ნოემბრით თარიღდება. ჩანაწერი სექსუალური შინაარსისაა - მონიკა კლინტონს ეუბნება, რომ თუ შეხვედრებზე დათანხმდება, ტანსაცმელს მთლიანად გაიხდის. ჩანაწერიდან 1 წლის შემდეგ, 1998 წელს ამერიკის პრეზიდენტის ღალატის ამბავი ყველამ შეიტყო.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ჩანაწერით ირკვევა, რომ 24 წლის თამამი ლევინსკი დაქორწინებულ პრეზიდენტს შეხვედრას სთავაზობს და ეუბნება, რომ მისთვის თავის დანებებას არ აპირებს. "ხვალ საღამოს მარტო იქნები. შენთან ორი წინადადება მაქვს. შემიძლია ტანსაცმელი გავიხადო. ვიცი, რომ მოგეწონება. იმედი მაქვს, მოგვიანებით გნახავ და ვიმედოვნებ, რომ ჩემს სცენარს გაყვები და იმას გააკეთებ, რაც მინდა", - ციტირებს მონიკას სიტყვებს ჟურნალი.

როგორც National Enquirer-ის წარმომადგენელი ამბობს, ჩანაწერი და სასიყვარულო წერილები, რომელსაც ლევინსკი კლინტონს უგზავნიდა, მონიკას მეგობრების მიერ დაქირავებულმა დამლაგებელმა იპოვა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე