loader

კონკურსანტმა X Factor-ის ჟიური დააყრუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონკურსანტმა X Factor-ის ჟიური დააყრუა

ავსტრალიაში X Factor-ის ახალი, მეხუთე სეზონი ჟიურის ახალი წევრებით დაუბრუნდა ეთერს. გაი სებასტიანი და მელანი ბრაუნი, დანი მინოუგმა და რედფომ შეცვალეს, ჟიურის კიდევ ორი წევრი რონან კიტინგი და ნატალი ბასინგსვაითი კვლავ რჩებიან შემადგენლობაში, თუმცა ნატალი ორსულობის გამო შესარჩევ ტურებში ვერ ჩაერთო.

ჟიურის წინაშე შესარჩევ ტურზე ბევრი ნიჭიერი მომღერალი გამოვიდა, თუმცა არც უნიჭოების სიმრავლეს უჩიოდა პირველი შესარჩევი ტური. ერთ-ერთმა კონკურსანტმა გადაწყვიტა ფილმიდან Dreamgirls ცნობილი ჰიტი And I'm Telling You შეესრულებინა, რომელსაც თავდაპირველად ჯენიფერ ჰოლიდეი ასრულებდა. თუმცა მისი მუსიკალური შესაძლებლობები არც ჰოლიდეისთან იყო ახლოს და არც ჯენიფერ ჰადსონთან. გოგონამ იმდენად უსმენოდ იმღერა, რომ ჟიურის წევრებმა ყურებზე აიფარეს ხელი. ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რეპერი რედფო დაინტერესდა, რამდენად კარგად ესმის თავად კონკურსანტს: "სიმართლე გითხრათ, ძალიან ხმამაღალი სიმღერის გამო, ერთ ყურში მართლაც მაქვს პრობლემები მაქვს" - გამოუტყდა კონკურსანტი ჟიურის.