loader

მანიაკი, რომელმაც 15 წლის ასაკში ოჯახი ამოხოცა, ფსიქოლოგიის დოქტორი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მანიაკი, რომელმაც 15 წლის ასაკში ოჯახი ამოხოცა, ფსიქოლოგიის დოქტორი გახდა

ილინოისში უნივერსიტეტის 61 წლის პროფესორმა დამალა ფაქტი, რომ 46 წლის წინ საკუთარი ოჯახი ამოხოცა. პროფესორის წარსულს, ერთ-ერთი გაზეთის რეპორტიორმა ახადა ფარდა, რომელმაც პატივსაცემი პედაგოგის, ჯეიმს სენტ-ჯეიმსის ცხოვრების უცნობი დეტალები გამოაქვეყნა.

ფსიქოლოგიის დოქტორი სენტ-ჯეიმსი, რომელმაც სასწავლო დაწესებულებაში 30 წელი იმუშავა, მანიაკი მკვლელი აღმოჩნდა. მან 1967 წლის 4 აგვისტოს, 15 წლის ასაკში საკუთარი ოჯახის წევრები მამა, დედა და 17 წლის და დახვრიტა. ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დადგინდა, რომ მამაკაცის ნამდვილი სახელი და გვარი ჯიმ ვოლკოტია.

როდესაც ვოლკოტების სახლში პოლიცია მივიდა, ბიჭმა დაუყოვნებლივ აღიარა დანაშაული. განაცხადა, რომ ვერ იტანდა ოჯახის წევრებს და ეგონა, ყველა მისი ჭკუიდან გადაყვანას ცდილობდა. ბიჭმა თქვა, რომ დედამისი "საჭმელს ხმამაღლა ღეჭავდა", რაც მისი "განადგურების" მცდელობა იყო. რაც შეეხება მამას, ის ბევრ რამეს უკრძალავდა. დის ლაპარაკი კი ნერვებს უშლიდა. სასამართლო პროცესი 6 თვეს გაგრძელდა. 15 წლის ჯიმს მკვლელობაში დასდეს ბრალი. საბოლოოდ, სასამართლოს ექიმებმა მას დიაგნოზი - პარანოიდული შიზოფრენია დაუსვეს. ჯიმ ვოლკოტი ფსიქიკური მდგომარეობის გამო ის ფსიქიატრიულში მოათავსეს.

ექვსი წლის შემდეგ ვოლკოტის საქმე გადაიხედა. ის ჯანმრთელად სცნეს და გაათავისუფლეს. 1988 წელს ჯიმმა სახელი შეიცვალა და ჯეიმს სენტ-ჯეიმსი დაირქვა. მოგვიანებით დოქტორის ხარისხი მიიღო და უნივერსიტეტში დაიწყო მუშაობა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე


იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე