loader

14 წლის მუსიკოსით გაოგნებული ჟიურის წევრი მაგიდაზე ავიდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

14 წლის მუსიკოსით გაოგნებული ჟიურის წევრი მაგიდაზე ავიდა

ავსტრალიური X Factor-ის მეხუთე სეზონი საკმაოდ შთამბეჭდავად დაიწყო. ჟიურის წინაშე 14 წლის მომღერალი და კომპოზიტორი ჯაი უეიტფორდი წარსდგა, რომელმაც ჯეს ჰადაკის სიმღერა Different Worlds შეასრულა. ჟიურისთვის იმდენად მოულოდნელი იყო პატარა ბიჭის საოცარი ხმის მოსმენა, რომ მომღერალ რონან კიტინგს ხელიდან კალამი გაუვარდა, ჟიურის ერთადერთი ქალბატონი დანი მინოუგი კი პირდაღებული უსმენდა ჯაის.

სიმღერის დასრულების შემდეგ რონან კიტინგმა ჯაის სთხოვა თავისი დაწერილი სიმღერა შეესრულებინა. ბიჭმა საკუთარი სიმღერა Don't Let Me Go იმღერა. Boyzone-ის ყოფილი სოლისტი ემოციისგან მაგიდაზე ახტა: "ეს დაუჯერებელია" - ყვიროდა კიტინგი. 14 წლის მუსიკოსი ჟიურიმ ერთხმად გადაიყვანა მომდევნო ტურში.

იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე