loader

ეს ვიდეო გულს გაგითბობთ - ემოციური სარეკლამო რგოლი ოჯახზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ვიდეო გულს გაგითბობთ - ემოციური სარეკლამო რგოლი ოჯახზე

სოციალური რეკლამა, რომელიც ბრინჯის მწარმოებელმა კომპანიამ გადაიღო, მოკლემეტრაჟიან ფილმს უფრო ჰგავს. ის რაც მუდმივია, რასაც ვერ ცვლის პრობლემები, უთანხმოება და განშორება - ემოციური სარეკლამო რგოლი ოჯახის მნიშვნელობაზეა.

"აღმოსავლურ კულტურებში ბრინჯი არ არის უბრალოდ საკვები, ოჯახური ვახშამი ტრადიციების პატივისცემის და ერთობის ნიშანია. ჩვენ ხშირად ვივიწყებთ ოჯახურ ტრადიციებს, მეტ დროს ვატარებთ სახლიდან შორს, კოლეგებთან და მეგობრებთან, რის გამოც ხშირად ოჯახი იჩაგრება. ამ რეკლამის იდეა და სურვილი სწორედ ესაა - ხაზი გავუსვათ ოჯახის მნიშვნელობას და ეს ჩვენს მომხმარებლებს შევახსენოთ" - აღნიშნავენ რეკლამის მწარმოებლები.