loader

პრემიერ-მინისტრმა ერთი დღით ტაქსის მძღოლად იმუშავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრემიერ-მინისტრმა ერთი დღით ტაქსის მძღოლად იმუშავა

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერთი დღით ტაქსის მძღოლად იმუშავა. იენს სტოლტენბერგმა გადაწყვიტა, გაეგო, რას ფიქრობენ მასზე და მის მთავრობაზე ნორვეგიელები, რა პრობლემები აწუხებთ და უბრალო ხალხში გაერია - რომ არ ეცნოთ, მზის სათვალე გაიკეთა, უნიფორმა ჩაიცვა და ისე მიუჯდა ტაქსის საჭეს.

თუმცა მისი კომუფლაჟი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა - მგზავრების უმეტესობამ იცნო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ისინი გაოცებას ვერ მალავდნენ, შემდეგ კი გულიანად იცინეს. ერთ-ერთმა მგზავრმა ქალმა აღნიშნა, ძალიან გამიმართლა, რადგან სწორედ ახლა ვაპირებდი პრემიერ-მინისტრისთვის წერილის მიწერასო. ერთ-ერთმა სტუდენტმა განათლების პრობლემებზე, ზოგმა გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრა პრემიერთან, თუმცა მგზავრების უმეტესობამ პრემიერ-ტაქსისტთან მაინც პოლიტიკაზე საუბარი ამჯობინა.

ასევე იხილეთ: მსოფლიოს ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი