loader

მდინარეში დაკარგული საქორწინო ბეჭედი მამაკაცმა ორი დღე ეძება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მდინარეში დაკარგული საქორწინო ბეჭედი მამაკაცმა ორი დღე ეძება

30 წლის რიჩარდ ფორდმა მდინარეში დაკარგული საქორწინო ბეჭედი ორდღიანი დაუღალავი ძებნის შემდეგ იპოვა. რიჩარდი მეგობრებთან ერთად სტაფორდშირში მდინარეზე ნაოსნობდა, როცა ბეჭედი დაკარგა, თუმცა დანაკარგი გვიან შეამჩნია.

ორ მეგობართან ერთად 30 წლის ფორდმა მდინარის ნახევარკილომეტრიან მონაკვეთზე ყველა "კუთხე-კუნჭული" გადაჩხრიკა და მისდა გასაკვირად, 24-საათიანი ძებნის შემდეგ ერთ-ერთმა მეგობარმა ფსკერზე პლატინის ბეჭედი აღმოაჩინა. ბედნიერი მომენტი რიჩარდის თანმხლებმა პირებმა ფირზე აღბეჭდეს.

რიჩი და მისი მეუღლე ჯენი 1 წლის დაოჯახებულები არიან. რიჩარდის თქმით, საქორწინო ბეჭდის დაკარგვა მისთვის ნახევარი ცხოვრების დაკარგვას ნიშნავდა და თავს იღბლიანად თვლის, რომ მისი პოვნა შეძლო.