loader

"ფლეიბოის" მოდელი ნიუ იორკის ხალხმრავალ რესტორანში გაშიშვლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფლეიბოის" მოდელი ნიუ იორკის ხალხმრავალ რესტორანში გაშიშვლდა

მანჰეტენის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და პრესტიჟულ რესტორანში მოდელმა შელბი კარტერმა ეტიკეტის და დრესკოდის ყველანაირი ნორმა დაარღვია: გოგონა სადილის დროს, რესტორნის ათეულობით სტუმრის თვალწინ გაშიშვლდა.

ცნობილი ჟურნალების - "ფლეიბოისა" და "მაქსიმის" მოდელმა და მოდის ბლოგერმა შელბი კარტერმა პერფორმანსი ფოტო-ვიდეო ოპერატორის, ალენ ჰენსონის პროექტის ფარგლებში მოაწყო. "შიშველი მოდელები საზოგადოებრივი კვების ობიექტებში" - ასე ჰქვია ჰენსონის უჩვეულო პროექტს. რესტორნის მენეჯერმა ჯერ შენობიდან გააძევა უცნაური წყვილი, შემდეგ კი პოლიცია გამოიძახა.

სამართალდამცველებმა სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს ფოტოგრაფსა და მის მუზას.