loader

შიშველი ხალხის მარათონი ვეფხვების გადასარჩენად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შიშველი ხალხის მარათონი ვეფხვების გადასარჩენად

ლონდონის ზოოპარკში ორიგინალური საქველმოქმედო გარბენი გაიმართა, რომელშიც სამასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ოღონდ ამ შეჯიბრის მონაწილეებს ჩვეულებრივი მარათონელებისგან განსხვავებით მხოლოდ სპორტული ფეხსაცმელი ეცვათ და თავზე ვეფხვის ყურები ეკეთათ. საქველმოქმედო გარბენის მონაწილეებმა ასე გამოხატეს თავიანთი სოლიდარობა ველური ბუნების და კერძოდ, სუმატრული ვეფხვების მიმართ.

"მონაწილეების რაოდენობა სიმბოლური იყო - ველურ ბუნებაში ზუსტად 300 სუმატრული ვეფხვია შემორჩენილი. ჩვენ გვაინტერესებდა, თუ შევძლებდით 300 მონაწილის შეგროვებას მარათონისთვის. საბედნიეროდ, სურვილი უამრავმა ადამიანმა გამოთქვა", - ამბობს ჯეიმს ვრენი, მარათონის ორგანიზატორი.

სუმატრული ვეფხვი გადაშენების პირას მყოფი ჯიშების ნუსხაშია შეყვანილი. საქველმოქმედო მარათონიდან შემოსული თანხა - 4 ათასი ბრიტანული ფუნტი სტერლინგი ვეფხვების გადასარჩენ კამპანიას მოხმარდება.