loader

ორმეტრიან გიგანტს სუნთქვა და სიარული უჭირს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ორმეტრიან გიგანტს სუნთქვა და სიარული უჭირს

ბირმის ყველაზე მაღალი კაცი სამკურნალოდ სინგაპურში მიდის. უინ ზაუ ოოს იშვიათი დაავადება სჭირს - ჰიპოფიზის სიმსივნის გამო მისი ორგანიზმი ზრდის ჰორმონების დიდ რაოდენობას გამოიმუშავებს. ახლა ის სიმაღლეში 233 სანტიმეტრია და ოდნავ აჭარბებს მსოფლიოს ყველაზე მაღალ კალათბურთელს. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბირმის ბინადრების საშუალო სიმაღლე მხოლოდ 168 სანტიმეტრია. გამუდმებული ზრდა ზაუ ოოს ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს უქმნის - მას უჭირს სუნთქვა და სიარული. ჯანდაცვის სისტემის ჩამორჩენილობის გამო ბირმაში მისთვის ოპერაციის ჩატარება შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ გიგანტი ბირმელი მალე სინგაპურში გაფრინდება, სადაც შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.