loader

თინა კანდელაკს გადაცემა დაუხურეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა კანდელაკს გადაცემა დაუხურეს

რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესლედი და სექსუალური ქალბატონი, ქართველი თინა კანდელაკი დროებით უმუშევარია. თინას ბოლო დროს მარგარიტა სიმონიანთან ერთად НТВ-ს ეთერში მიჰყავდა გადაცემა "რკინის ქალები", რომელიც ტელეარხმა დაბალი რეიტინგის გამო დახურა - მიუხედავად მძაფრი თემებისა და კარგი წამყვანებისა, შოუმ მაყურებლების ყურადღება ვერ მიიპყრო.

გადაცემა Железные леди ტელეკომპანიის ეთერში 2013 წლის თებერვლიდან გადიოდა. გადაცემის პრომორგოლები თავდაპირველად სახელწოდებით "კავკასიელი ნაგაზები" გავიდა, თუმცა ეს ტელეკომპანიის სარეკლამო ხრიკი გამოდგა.