loader

ნაყინის უზარმაზარი ფურგონი ბავშვებს ოცნებებს უსრულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაყინის უზარმაზარი ფურგონი ბავშვებს ოცნებებს უსრულებს

ეს ალბათ ისაა, რაზეც ბავშვობაში ყველას გვიოცნებია - ნაყინით სავსე უზარმაზარი მანქანა, რომელიც ქალაქში დადის და საყვარელ ნუგბარს ურიგებს ყველა პატარას. ბრიტანელ ბავშვებს ავტომწარმოებელმა "შკოდამ" ეს ოცნება რეალობად უქცია - ეს მსოფლიოში ნაყინის უდიდესი ფურგონია, საიდანაც კეთილი მენაყინე ბავშვებს გიგანტურ ვაფლის ნაყინს ურიგებს. "შკოდამ" აქცია თავისი ახალი ავტომობილის გამოსვლის აღსანიშნავად მოაწყო. ფურგონი დიდი ბრიტანეთის მთელ ტერიტორიაზე იმოგზაურებს და პატარებს გაუმასპინძლდება.