loader

კონკურსანტმა ჰოლანდიური Voice-ის ჟიური სიმღერის დაწყებისთანავე მოაბრუნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონკურსანტმა ჰოლანდიური Voice-ის ჟიური სიმღერის დაწყებისთანავე მოაბრუნა

ჰოლანდიაში 30 აგვისტოს მუსიკალური შოუ Voice-ის ახალი, რიგით მეოთხე სეზონი დაიწყო. ჟიურის წინაშე, რომლის შემადგენლობაში არიან - ქანთრის და პოპის შემსრულებელი ილსე დელანგი, რეპერი ალი ბი, პოპმომღერალი ტრინტე ოსტერუისი და მომღერალი მარკო ბორსატო, ბევრი ნიჭიერი მომღერალი წარსდგა. მათ შორის იყო მეგან ჰილგერსუმი, რომელმაც ჟიურის ოთხივე წევრი სიმღერის დაწყებისთანავე მოაბრუნა.

მომღერალმა თავდაპირველად საოპერო არია O Mio Babbino Caro შეასრულა. მისი საოცარი ხმის შემდეგ კიდევ ერთი მოულოდნელობა ჟიურისთვის ის იყო, რომ გოგონამ კლასიკურ არიას, მოულოდნელად, ჰოლანდიური პოპსიმღერა Vrede გადააბა. მეგანმა მწვრთნელად ჰოლანდიელი მომღერალი მარკო ბორსატო აირჩია.