loader

სინგაპურელ კაცს ბარბის თოჯინების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სინგაპურელ კაცს ბარბის თოჯინების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია აქვს

სინგაპურელ კაცს ბარბის თოჯინების მსოფლიოში უდიდესი კოლექცია აქვს. ეს თითქოს, ერთი ჩვეულებრივი სინგაპურული ქუჩაა და ერთი ჩვეულებრივი სახლი. მაგრამ ამ სახლში 6 ათასი ბარბის თოჯინა "ცხოვრობს". ამ თოჯინების ამაყი მფლობელი კი კოლექციონერი ჩენ იენია. ჩენს ბარბების შეგროვება გვარიანი თანხა უჯდება, მაგრამ არაფერს ნანობს. გარდა ამისა, მას ამ თოჯინების გამო პირად ცხოვრებაშიც შეექმნა პრობლემები - არც ერთ მის მეგობარ გოგონას არ სურდა ამდენ თოჯინასთან ცხოვრება. ეშინოდათ, რომ ჩენი მათ ბარბის სტანდარტების მიხედვით აფასებდა. მიუხედავად ამისა, ბარბების სინგაპურელი თაყვანისმცემელი თავის გატაცებაზე უარს არ ამბობს. მას უკვე 6 ათასი თოჯინა აქვს კოლექციაში და კიდევ აპირებს ეგზემპლარების დამატებას.