loader

შარლოტა კაზირაგი - ყველაზე ლამაზი პრინცესა დედობისთვის ემზადება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შარლოტა კაზირაგი - ყველაზე ლამაზი პრინცესა დედობისთვის ემზადება

შარლოტა კაზირაგი მსოფლიო პრინცესებს შორის ყველაზე ლამაზ და სასურველ საპატარძლოდ მიიჩნეოდა, თუმცა უკვე ორი წელია, მისი გული აღარ არის თავისუფალი და საშობაოდ შვილსაც ელოდება.

უმშვენიერესი მსახიობის, გრეის კელის შვილიშვილი, ალბათ არც შეიძლებოდა სხვაგვარი ყოფილიყო. 27 წლის შარლოტა მარი პომელინ კაზირაგი, მონაკოს პრინცესა კაროლინასა და მისი ქმრის, ბიზნესმენ სტეფანო კაზირაგის ქალიშვილია.  შარლოტას ორი ძმა ჰყავს - პრინცები ანდრეა და პიერ კაზირაგები, ასევე ნახევარდა ალექსანდრა, რომელიც დედამისს მესამე ქორწინებიდან ეყოლა, ჰანოვერის პრინც ერნსტ ოგიუსტთან. შარლოტა რიგით მეოთხეა მონაკოს ტახტის მემკვიდრეებს შორის. პირველი, რასაკვირველია, მისი ბიძა პრინცი ალბერია.

შარლოტა გარეგნობასთან ერთად, ჭკუითაც გამოირჩევა. იგი ჟურნალისტია და ბიზნესითაც არის დაკავებული, უყვარს სპორტი, ცხენზე ჯირითი და დოღშიც მონაწილეობდა პროფესიონალურ დონეზე.

იხილეთ სტატია reitingi.ge-ზე