loader

"Иванушки International"-ი ახალი კლიპით და ახალი სოლისტით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"Иванушки International"-ი ახალი კლიპით და ახალი სოლისტით

90-იანი წლების ცნობილმა რუსულმა პოპ-ტრიომ "Иванушки International"-მა სიმღერაზე "Лучший день" კლიპი გამოუშვა, რომლის რეჟისორი რომან პრიგუნოვია. ჯგუფში ახალი წევრია: 30 წლის უკრაინელმა მომღერალმა კირილ ტურიჩენკომ 2013 წლის თებერვალში ჯგუფიდან წასული ოლეგ იაკოვლევი შეცვალა.

კლიპის მთავარი გმირი ჩვეულებრივი სტუდენტი გოგონაა. სიუჟეტის მიხედვით, გოგონას დაბადების დღე აქვს, რომელიც არც ისე სასიამოვნო ეპიზოდებით იწყება: იუბილარს ჩანთას პარავენ, მანქანას საევაკუაციო სამსახური წაიყვანს, ხოლო საყვარელ ადამიანს მისთვის დაბადების დღის მილოცვა ავიწყდება... თუმცა სახლში მისულს ძალიან დიდი სიურპრიზი ელოდება...