loader

მამაკაცმა 13 ოპერაცია გაიკეთა, რომ სუპერმენს დამსგავსებოდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა 13 ოპერაცია გაიკეთა, რომ სუპერმენს დამსგავსებოდა

სუპერმენის ფანატმა ჰერბერტ ჩავესმა 13 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა, რათა საკუთარ კუმირს დამსგავსებოდა. 35 წლის დიზაინერმა შეიცვალა ცხვირის ფორმა, ყბები, გაიარა ლიპოსაქციის კურსი და გაიღიავა კანის ფერი.

ფილიპინელმა ჩავესმა სუპერმენი პირველად ხუთი წლის ასაკში ნახა ტელევიზორში, რის შემდეგაც გადაწყვიტა, მას დამსგავსებოდა. გაკეთებულ ოპერაციებში გაღებული თანხა 10 ათას დოლარს უტოლდება, რაც ფილიპინებისთვის საკმაოდ მაღალი თანხაა.

გარეგნული მსგავსების გარდა, ჰერბერტ ჩავესი სუპერმენის სუვენირების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექციის მფლობელია.