loader

ვიდეო, რომელშიც მოცეკვავე გოგონას ცეცხლი წაეკიდა, დადგმული აღმოჩნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვიდეო, რომელშიც მოცეკვავე გოგონას ცეცხლი წაეკიდა, დადგმული აღმოჩნდა

რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში პოპულარული გახდა ვიდეო, სადაც ასახულია მოცეკვავე გოგონა, რომელსაც მოუხერხებელი ილეთი ძვირად დაუჯდა და ცეცხლის ალში გაეხვა.

Youtube-ზე ვიდეომ მილიონობით ნახვა დააგროვა და ცნობილმა ტელეკომპანიებმა: Fox-მა, CNN-მა, NBC-მ აჩვენეს თავიანთ ეთერში. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამერიკელმა შოუმენმა ჯიმი კიმელიმ ყველა გააბრიყვა.

"ეს ვიდეო 2 თვის წინ გადავიღეთ და Youtube-ზე დავდეთ. არ გაგვიგზავნია არც ერთი ტელეარხისთვის და არც "ტვიტერში" გამოგვიქვეყნებია, უბრალოდ, Youtube-ზე დავდეთ და დაველოდეთ. საოცრება მოხდა: ვიდეო ვირუსულად იქცა და 1 კვირაში 9 მილიონი ნახვა დააგროვა", - ამბობს კიმელი.

რაც შეეხება ვიდეოს გმირ გოგონას, რომელიც ცეცხლის ალში გაეხვა, იგი კასკადიორი დაფნი ავალონია.