loader

"მერსედესის" "ფუფუნების ხელოვნება" - ახალი კუპე Concept S-Class Coupe - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მერსედესის" "ფუფუნების ხელოვნება" - ახალი კუპე Concept S-Class Coupe

10 სექტემბერს, ფრანკფურტის მოტო-შოუზე, კომპანია Mercedes-Benz-მა ოფიციალურად წარმოადგინა CL-Class-ის მემკვიდრე, ახალთახალი Concept S-Class Coupe. სიახლე ვიზუალურად რამდენიმე მოდელის ნაზავს წარმოადგენს, მაგალითად: წინა ხედი პატარა CLA-ს ჰგავს, პროფილი CL-Class-ს, ხოლო უკანა მხრიდან SLS AMG-ის გავლენა იგრძნობა.

"ოთხადგილიანი კუპე თვალისმომჭრელი ინტერიერით, თანამედროვე ფუფუნების ნიმუშია. სრულყოფილი დიზაინი, დამაჯერებელი სტილი და ექსკლუზიური ფუფუნება, Concept S-Class Coupe-ის დიზაინის "ხატებად" აქცევს" - აცხადებს კომპანიის დიზაინერი გორდონ ვაგნერი.

S-Class Coupe Concept-ის სერიული ვარიანტი, რომელიც მომავალი წლიდან გამოჩნდება ავტო-დილერებთან, მაქსიმალურად იქნება მიახლოებული კონცეპტუალურ მოდელთან. 2+2 კუპე აღჭურვილია 4,6-ლიტრიანი ბიტურბირებული V8 ძრავით, რომელიც 449 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამ ძრავით აღიჭურვება სერიული S550 Coupe.

სპეციალურად საიტისთვის კოკა კვირკველია

ასევე იხილეთ:

ექსტრემს მოწყურებული C კლასის მერსედესი დიდი დიღმის ოფროუდზე

ახალი Mercedes S class - №1 ავტომობილი ავტომობილებს შორის

შანხაის ვარსკვლავები BMW-სა და MERCEDES-BENZ-სგან