loader

კონკურსანტის ასაკმა და ვოკალურმა მონაცემებმა X Factor-ის ჟიური გააოგნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კონკურსანტის ასაკმა და ვოკალურმა მონაცემებმა X Factor-ის ჟიური გააოგნა

ალბათ, ვერაფრით დაიჯერებთ, რომ ეს მშვენიერი ფერადკანიანი ქალბატონი, რომელიც ამერიკული X Factor-ის მესამე სეზონის ჟიურის წინ დგას და ამბობს, რომ შოუში მოსაგებად მივიდა, 54 წლისაა. სწორედ ლილი მაკლაუდის ასაკის გაგების შემდეგ მიიღო შოუს ჟიურიმ პირველი შოკი; გაოცების მეორე მიზეზი კი ქალის არაჩვეულებრივი ვოკალური მონაცემები აღმოჩნდა.

ლილიმ სიმღერა Alabaster Box ძალიან ემოციურად შეასრულა და ჟიურის წევრების - კელი როულანდის და დემი ლოვატოს ატირებაც მოახერხა. "აქამდე სად იყავი, სად იმალებოდი?" - შეეკითხა გაოგნებული კელი კონკურსანტს. "გული ამომგლიჯე მკერდიდან", - დაამატა აღელვებულმა დემი ლოვატომ.


ასევე იხილეთ:

"მაკოცე ტრ..ზე" - 71 წლის კონკურსანტმა ჟიური და დარბაზი პირდაღებული დატოვა

გარეგნობა მაცდურია - მერაია ქერის "Hero" და გაოცებული მსმენელი

44 წლის კონკურსანტის შესანიშნავი შესრულება და პირდაღებული ჟიური