loader

სტოკჰოლმის მეტროს ულამაზესი სადგური საგამოფენო დარბაზს მოგაგონებთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტოკჰოლმის მეტროს ულამაზესი სადგური საგამოფენო დარბაზს მოგაგონებთ

სტოკჰოლმის მეტრო საგამოფენო სივრცეს დაემსგავსა. შვედმა მხატვარმა ულრიკ სამუელსონმა, რომელიც თავის ნამუშევებს ნიუ-იორკისა და პარიზის გალერეებში ფენს, გადაწყვიტა, საკუთარი ნამუშევრები "აუთვისებელ" აუდიტორიამდეც მიეტანა და სტოკჰოლმის მეტრო მოხატა. ამის შესახებ The Local წერს.

"მეტრომ ადამიანების ცხოვრებაში მტკიცე ადგილი დაიმკვიდრა",- განაცხადა მხატვარმა ულრიკ სამუელსონმა. მხატვარმა ისტორიული ილუსტრაციები გამოიყენა და Kungsträdgården-ის ცენტრალური სადგური მიწისქვეშა ორანჟერეად აქცია.

სხვადასხვა ფერის ფიგურებით, ბიუსტებით და შენობის ფრაგმენტებით მხატვარმა ზღაპრული მიწისქვეშა სამყარო შექმნა. ეს ყველაფერი XVII საუკუნის სამეფო სასახლის სიმბოლოა, რომელიც ამ ადგილას იდგა, ვიდრე 1825 წელს ხანძარი არ გაანადგურებდა.

მიუხედავად ასეთი ძალისხმევისა, სტოკჰოლმის მცხოვრებნი განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ მეტროს ინტერიერს. თუმცა, ტურისტებში ეს ადგილი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მომღერალმა მადონამ თავის კლიპში Ray of Light, სტოკჰოლმის მეტროს რამდენიმე სადგურიც გამოიყენა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე