loader

ბრიტანელმა ჯარისკაცმა სქესი შეიცვალა და ისლამი მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბრიტანელმა ჯარისკაცმა სქესი შეიცვალა და ისლამი მიიღო

ბრიტანელი ჯარისკაცი, სახელად ლორენსი, 14 წლის ასაკიდან ოცნებობდა ქალობაზე. ამტკიცებს, რომ მრავალი წელი მალავდა ამას, ცდილობდა ჩვეულებრივი ბიჭი ყოფილიყო, ქალების შეყვარებაც სცადა და ჯარშიც წავიდა მოხალისედ, მაგრამ ყველა მცდელობა დეპრესიით მთავრდებოდა, რადგან შინაგანად თავს ქალად გრძნობდა.

ჯარის შემდეგ ლორენსმა ყველა მცდელობას თავი დაანება, ლუსი დაირქვა და მშობლიური ქალაქიდან ლონდონში გადაბარგდა. აქ მან დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში მზარეულად დაიწყო მუშაობა. აქვე გაიცნო ექიმი, რომელიც დახმარებას დაჰპირდა. დაიწყო ჰორმონების მიღება, დაიგრძელა თმა, შეიცვალა სქესი და რელიგიაც კი. როგორც თავად ამბობს, ისლამი მშვიდობიანი რელიგიაა. ამიტომაც გახდა მუსლიმანი, გამოეწყო შესაბამის სამოსში და დაიწყო მეჩეთში სიარული.

თუმცა, როცა მეჩეთში გაიგეს, რომ ლუსი სინამდვილეში ლორენსი იყო, აუკრძალეს სხვა ქალებთან ერთად ლოცვა. ახლა ლუსის მყარად აქვს გადაწყვეტილი, მუსლიმანი ტრანსსექსუალების უფლებებისთვის იბრძოლოს. ამჟამად სახლში ლოცულობს და იმედი აქვს, დადგება დრო, როცა თავისუფლად შევა მეჩეთში.

www.reitingi.ge